Thumbnail

Versace ჯენიფერ ლოპესის საკულტო კაბის დიზაინის მოპარვისთვის Fashion Nova-ს უჩივის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

იტალიური მოდის სახლი Versace ე.წ. სწრაფი მოდის კომპანიას Fashion Nova სამოსის დიზაინების მოპარვისა და ამ გზით ფინანსური სარგებლის მიღებისთვის სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება ბრენდის მიერ შექმნილი ტანსაცმლის რამდენიმე მოდელს, მათ შორის საკულტო მწვანე კაბას, რომელიც პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს 2000 წელს გრემის დაჯილდოებაზე ამშვენებდა. 

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ GQ-ს ფოტოსესიაში

► 50 წლის ჯენიფერ ლოპესი Coach-ის სახე გახდა

► ჯენიფერ ლოპესი და შაკირა Super Bowl 2020-ის შოუზე იმღერებენ

გამოცემა TMZ-ის ცნობით, "ვერსაჩეს" საჩივარში Fashion Nova თაღლით კომპანიად არის მოხსენიებული, რომელიც მუდმივად ახდენს სხვადასხვა ბრენდის სამოსის კოპირებას. 

"Fashion Nova-სთვის მსგავსი ბრალდება სულ მცირე რვაჯერ წარუდგენიათ, მათ შორის Adidas-ს", - წერია სასამართლოში შეტანილ დოკუმენტში.

"ვერსაჩეს" წარმომადგენლების თქმით, 2019 წლის ივლისში მათ კომპანია სიტყვიერად გაფრთხილეს, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მოდის სახლის მოთხოვნაა, Fashion Nova-ს კოპირებული პროდუქციის გაყიდვა აეკრძალოს და უკვე მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაეკისროს. 

ჯეილოს კაბა, რომელიც სასამართლოში განხილვის ძირითადი საგანია, ამერიკული კომპანიის ვებგვერდზე 2013 წელს გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ დონატელა ვერსაჩემ მიმდინარე წელს კაბის რეტროსპექტივა შექმნა და ის კვლავ ჯენიფერ ლოპესს მოარგო. 50 წლის მომღერალმა სწორედ ამ სამოსით დახურა მილანის მოდის კვირეულზე "ვერსაჩეს" 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული