Thumbnail

ნახეთ: YBN Cordae ვიდეორგოლს Thanksgiving ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ქორდეი დანსთონიმ, ფსევდონიმით YBN Cordae, კომპოზიციაზე Thanksgiving გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერები Coop The Truth და Kid Culture არიან. ტრეკი ქორდეის სადებიუტო ალბომის The Lost Boy ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: YBN Cordae და Pusha T კლიპს Nightmares Are Real ავრცელებენ 

► ნახეთ: YBN Cordae და Anderson .Paak კლიპს RNP ავრცელებენ 

► ნახეთ: YBN Cordae ვიდეორგოლს Broke As Fuck ავრცელებს

ქორდეიმ მოღვაწეობა ფსევდონიმით Entendre დაიწყო და 2014-17 წლებში სამი მიქსტეიპი გაავრცელა. მან სახელი 2018 წელს ლეგენდარული კოლეგის, ემინემის ცნობილი კომპოზიციის My Name Is და ჯერმეინ ქოულის 2018 წლის ჩანაწერის “1985” რემიქსებით გაითქვა. 2019 წლის ივლისში გაყიდვაში ჩრდილოკაროლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი The Lost Boy ჩაეშვა. ახალგაზრდა მუსიკოსის განცხადებით, მის შემოქმედებაზე გავლენა ისეთმა არტისტებმა იქონიეს, როგორებიც არიან: J. Cole, Nas, Jay-Z, Kid Cudi, Kanye West, Eminem, Big L, Travis Scott და Kendrick Lamar.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული