Thumbnail

მოუსმინეთ: Sting-მა და Shaggy-მ საშობაო სიმღერის Silent Night რეგეი ვერსია ჩაწერეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა Sting და იამაიკელმა რეგეი არტისტმა Shaggy პოპულარული საშობაო სიმღერის Silent Night რეგეი ვერსია გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს არტისტებმა საერთო სტუდიური ნამუშევარი 44/876 გამოსცეს, რომელმაც საუკეთესო რეგეი ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოს მოპოვება შეძლო.

გორდონ მეთიუ თომას სამნერმა, სასცენო სახელით Sting, კარიერა 1971 წელს დაიწყო. 1977 წელს მან ჯგუფი The Police ჩამოაყალიბა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Outlandos d'Amour გაავრცელეს. 6 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება 1983 წლის სინგლმა Every Breath You Take მოუტანა. 5 სტუდიური ჩანაწერის გამოშვების შემდეგ, 1986 წელს ჯგუფი დაიშალა. ბენდის შემოქმედება ნიუ ვეივსა და რეგეი როკს აერთიანებდა.

1985 წელს სტინგმა სადებიუტო სოლო ალბომი The Dream of the Blue Turtles გაავრცელა. სოლო კარიერის განმავლობაში მან სულ 13 სტუდიური ნამუშევარი ჩაწერა. 17 გრემის მფლობელი არტისტი საუკეთესო მუსიკოსების ასეულში არაერთმა გამოცემამ შეიყვანა.

ორვილ რიჩარდ ბარელმა, იგივე Shaggy-მ კი შემოქმედებითი კარიერა 1992 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მან სადებიუტო ალბომი Pure Pleasure გაავრცელა. შეგის ამ დრომდე 12 სტუდიური ნამუშევარი აქვს ჩაწერილი. ორი გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება 2000 წელს გამოცემულმა სინგლმა It Wasn't Me მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული