Thumbnail

ინტერნეტში პოპულარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, რაკიმ მეიერსის, ფსევდონიმით ASAP Rocky და შვედური ელექტრონული სუპერჯგუფის, Swedish House Mafia-ს ერთობლივი კომპოზიცია Frankenstein გავრცელდა. ექსპერიმენტულ ჩანაწერში ეისეფი რეჩიტატივს გაერთიანების წევრების მიერ დაწერილ თრეფ ბითზე კითხულობს.

► ASAP Rocky შვედეთში კონცერტს გამართავს

კომპოზიცია Swedish House Mafia-ს წევრებმა პირველად მიმდინარე წელს ფესტივალზე Ultra Europe გააჟღერეს, რითიც იმ პერიოდში შვედეთში დაკავებულ ეისეფ როქის მხარდაჭერა გამოუცხადეს.

► შვედეთის სასამართლომ ASAP Rocky დამნაშავედ ცნო 

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, მიმდინარე წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია. 

Swedish House Mafia სტოკჰოლმში 2008 წელს ჩამოყალიბდა. სუპერჯგუფის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 2 სტუდიურ ჩანაწერსა და ამდენივე ლაივ ალბომს აერთიანებს. კოლექტივს გრემის ჯილდო ორჯერ აქვს მოპოვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული