Thumbnail

ნახეთ: ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული მუსიკოსები American Music Awards-ზე

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში გამართული მუსიკალური დაჯილდოების American Music Awards შემდეგ, მოდის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა ტრადიციულად წითელი ხალიჩა შეაფასეს. წარმოგიდგენთ მომღერლებს, რომლებიც მათ წელს ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ არტისტებს შორის დაასახელეს.

► ნახეთ: 2020 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულები

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს American Music Awards-ზე

Christina Aguilera

38 წლის მომღერლის დანახვისას მოდის კრიტიკოსებს ტრილოგია "ბეჭდების მბრძანებლის" პერსონაჟი, გალადრიელი გაახსენდათ.

Shania Twain

54 წლის კანადელი მუსიკოსი კი საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტს შეადარეს, რომელიც წინა ღამით სადღაც გაერთო.

Halsey

ყველაზე ცუდად ჩაცმულ არტისტებს შორის ამერიკელი მომღერალი, ჰოლზიც მოხვდა. მას თაიგული უწოდეს.

Billie Eilish

17 წლის ბილი ჟურნალისტებმა მეფუტკრეს შეადარეს.

Kesha

მოდის კრიტიკოსებს არც ამერიკელი მომღერლის, კეშას უცნაური ჩაცმულობა გამოჰპარვიათ.

Lauren Jauregui

ამერიკული პოპ ჯგუფის Fifth Harmony ერთ-ერთი წევრი, ლორენ ხაურეგი გველის პრინტიანი კაბით ასევე ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ არტისტებს შორის მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული