Thumbnail

მულტიინსტრუმენტალისტი და პროდიუსერი, ტერეს მარტინი მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კალიფორნიელმა არტისტმა ახალი კომპოზიცია Intimidated და მასზე გადაღებული შავ-თეთრი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში არაერთი გრემის მფლობელი მუსიკოსი Lalah Hathaway და ჩრდილოკაროლინელი რეპერი Rapsody მონაწილეობენ.

ტერესმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო და დღემდე 5 ალბომი გამოუშვა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, ჯაზის, ფანკის, სოულისა და კლასიკური მუსიკის სინთეზია. მუსიკალური კარიერის განმავლობაში კალიფორნილმა მულტიინსტრუმენტალისტმა ისეთ ცნობილ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Kendrick Lamar, Snoop Dogg, The Game, Busta Rhymes, Stevie Wonder, Charlie Wilson, Raphael Saadiq, YG და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული