Thumbnail

ყველაზე გამაღიზიანებელ საახალწლო სიმღერად All I Want for Christmas Is You დასახელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩინურმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ Huawei გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ყველა დროის ათი ყველაზე გამაღიზიანებელი საახალწლო სიმღერა გამოავლინა. ანტირეიტინგის სათავეში ამერიკელი პოპვარსკვლავის, მერაია ქერის ჰიტი All I Want for Christmas Is You მოხვდა.

► ნახეთ: მერაია ქერის ახალ კომპოზიციაში In The Mix მისი ტყუპები მონაწილეობენ

ყველაზე გამაღიზიანებელი საახალწლო სიმღერების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. All I Want for Christmas is You – Mariah Carey
2. Do They Know It’s Christmas? – Band Aid
3. I Wish It Could Be Christmas Everyday – Wizzard
4. Merry Xmas Everybody – Slade
5. Last Christmas – Wham!
6. Fairytale of New York – The Pogues and Kirsty MacColl
7. Baby It’s Cold Outside – Tom Jones & Cerys Matthews
8. Santa Claus is Coming to Town – Jackson 5
9. Santa Baby – Eartha Kitt
10. Jingle Bells – Andrews Sisters

აღსანიშნავია, რომ ახლახან ინგლისის რამდენიმე მაღაზიამ მერაია ქერის კომპოზიცია საახალწლო ფლეილისტიდან საერთოდ ამოიღო.

► ინგლისის ერთ-ერთ მაღაზიაში All I Want for Christmas Is You-ს ჩართვაზე უარი განაცხადეს

1994 წელს გამოშვებულ ალბომს Merry Christmas და მასში შესულ სინგლს მიმდინარე წელს 25 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არტისტმა სტუდიური ჩანაწერი Merry Christmas (Deluxe Anniversary Edition) გამოუშვა. ნოემბერში მერაიამ კლიპის All I Want for Christmas Is You ალტერნატიული ვერსიაც გაავრცელა.

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული