Thumbnail

გამოცემა Billboard-მა ბილი აილიში წლის ქალ არტისტად დაასახელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა ჟურნალმა Billboard 17 წლის პოპვარსკვლავი, ბილი აილიში წლის ქალ არტისტად დაასახელა. გოგონა ამ სტატუსს ოფიციალურად 12 დეკემბერს, გამოცემის ყოველწლიურ ღონისძიებაზე Women in Music მიიღებს.

► ნახეთ: ბილი აილიშმა AMA 2019-ზე სიმღერა All The Good Girls Go To Hell შეასრულა

► 17 წლის ბილი აილიშმა განმარტა, რატომ ელოდება დაბადების დღეს

► 17 წლის ბილი აილიშმა Grammy-ს რეკორდი მოხსნა

"ბილი თინეიჯერებსა და ახალგაზრდებს დაეხმარა, თავი საზოგადოების ნაწილად ეგრძნოთ. ამან მას სწრაფად დაუმკვიდრა ადგილი ჩარტების სათავეში", - განაცხადა ჟურნალის დირექტორმა, ჰანა კარპმა.

ბილი აილიში ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელსაც "ბილბორდი" წლის ქალ არტისტად ასახელებს. სხვადასხვა დროს ეს სტატუსი ისეთმა შემსრულებლებმა მიიღეს, როგორებიც არიან: არიანა გრანდე (2018), სელენა გომესი (2017), მადონა (2016), ლედი გაგა (2015), ტეილორ სვიფტი (2011, 2014), ბიონსე (2009) და სხვები. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე პირველად გამოვლინდება დეკადის არტისტი. ეს სტატუსი ამერიკელ პოპვარსკვლავს, ტეილორ სვიფტს მიენიჭება.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლებმა Ocean Eyes და Bad Guy მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული