Thumbnail

ნახეთ: კამილა კაბეიომ და შონ მენდესმა AMA-ზე ჰიტი Senorita შეასრულეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება American Music Awards გაიმართა. კანადელმა მუსიკოსმა, შონ მენდესმა და კუბელმა მომღერალმა, კამილა კაბეიომ მაყურებელთა წინაშე ერთობლივი კომპოზიცია Senorita შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ სიმღერამ ცერემონიაზე საუკეთესო კოლაბორაციული ნამუშევრის კატეგორიაში გაიმარჯვა. 

► ნახეთ: 2020 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულები

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს American Music Awards-ზე

► ნახეთ: კამილა კაბეიომ და შონ მენდესმა ახალ სიმღერაზე Señorita კლიპი გადაიღეს

კადრებში ჩანს, რომ შეყვარებული წყვილის ემოციურმა შესრულებამ დარბაზში მყოფი თაყვანისმცემლები და მიწვეული სტუმრები ერთნაირად მოხიბლა. 

მუსიკოსების ჰიტად ქცეული სიმღერა მიმდინარე წლის 20 ივნისს გავრცელდა. არტისტებს წარსულშიც უთანამშრომლიათ. 2015 წელს მათ ერთობლივი ტრეკი I Know What You Did Last Summer ჩაწერეს. 

შონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Treat You Better მოუტანა, რომელზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. შარშან ჟურნალმა Time არტისტი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კამილამ კი მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 775 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა

კომენტარები

ბოლოს დამატებული