Thumbnail

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში ამერიკული მუსიკის დაჯილდოება (AMA) გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ვარსკვლავებმა ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი და კამერების ყურადღება ცნობილი დიზაინერების სამოსით მიიქციეს.

► ნახეთ: 2020 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულები

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს ლათინური გრემის დაჯილდოებაზე

Taylor Swift

შოუს ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საღამოს ტრიუმფატორმა, ტეილორ სვიფტმა ჯერ წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინა. მან Julien Macdonald-ის ხაკისფერი კაბა მოირგო, რომელსაც Giuseppe Zanotti-ის მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

Billie Eilish

17 წლის პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა საუკეთესო ახალბედა მუსიკოსისა და ალტერნატიული როკ არტისტის კატეგორიებში გამარჯვებამდე, ყურადღება წითელ ხალიჩაზე მიიქცია. არტისტის გარეგნობაზე მოდის სახლმა Burberry-მ იზრუნა.

Lil Nas X

20 წლის პოპულარულმა ატლანტელმა ქანთრი რეპერმა, Lil Nas X-მა არჩევანი Ruffles and Sequins-ის ფოსფორისფერ კოსტიუმსა და ზებრის პრინტიან ზედაზე შეაჩერა.  

Dua Lipa

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამ Miu Miu-ს ვარდისფერი ატლასის კაბა მოირგო, რომელსაც Bvlgari-ს ზურმუხტისფერი ყელსაბამი შეუხამა.

Selena Gomez

ამერიკელი პოპვარსკვლავი, სელენა გომესი ლიმონისფერი კაბითა და Stuart Weitzman-ის ამავე ფერის ფეხსაცმელებით იწონებდა თავს.

Lizzo

რეპერი ლიზო საღამოზე Valentino-ს კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა, რომელსაც Stuart Weitzman-ის ფეხსაცმელები შეუხამა.

Halsey

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ჰოლზი თავს Marc Jacobs-ის ჰაეროვანი კაბით იწონებდა.

Christina Aguilera

ამერიკელი პოპვარსკვლავი, კრისტინა აგილერა წითელ ხალიჩაზე თეთრი კაბით მივიდა. მის ჩაცმულობაზე სტილისტმა და დიზაინერმა, კარენ კლარკსონმა იზრუნა.  

Big Freedia

Libertine-ის ჭრელ სამოსზე შეაჩერა არჩევანი ნიუ ორლეანელმა მუსიკოსმა, Big Freedia-მ.

Kesha

Versace-ს სამოსითა და ფეხსაცმელებით იწონებდა თავს ამერიკელი პოპვარსკვლავი კეშა.

Camila Cabello

კუბელმა მომღერალმა, კამილა კაბეიომ არჩევანი Oscar de la Renta-ს კორსეტიან კაბაზე შეაჩერა.

Shawn Mendes

კანადელი მუსიკოსი, შონ მენდესი წითელ ხალიჩაზე მუქ იასამნისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა.

Ciara

შოუს წამყვანი, სიარა კამერების წინ ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებდა.

Megan Thee Stallion

ამომავალმა ვარსკვლავმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, წითელი ბრჭყვიალა კაბა მოიხდინა.

Diplo

ამერიკელმა დიჯეიმ, Diplo-მ არჩევანი კოვბოის სტილის კოსტიუმსა და ქუდზე შეაჩერა.

Maya Hawke

Dior-ის შავი კაბა მოირგო მსახიობმა და მუსიკოსმა, მაია ჰოუკიმ.

Carrie Underwood

ამერიკელი მუსიკოსი, ქერი ანდერვუდი თავს ბრჭყვიალა იასამნისფერი კაბით იწონებდა.

Post Malone

ფოსთ მელოუნმა წითელი ხალიჩისთვის ტრადიციულად ექსცენტრიკული კოსტიუმი შეირჩია.

Finneas O'Connell

ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიშის უფროსი ძმა, ფინიასი დაჯილდოებაზე მეგობარ გოგონასთან, იუთუბერ კლაუდია სელევსკისთან ერთად მივიდა.

Green Day

წითელ ხალიჩაზე გაიარეს ამერიკული როკ ჯგუფის, Green Day-ს წევრებმაც.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული