Thumbnail

ბრიტანელმა ელექტრონულმა არტისტმა Burial ახალი კომპოზიცია Old Tape გაავრცელა. ტრეკი ლეიბლის Hyperdub და ამერიკული საკაბელო არხის Adult Swim თანამშრომლობით შექმნილ კომპილაციაში HyperSwim შედის, რომელიც ლონდონური ლეიბლის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაიწერა.

► მოუსმინეთ: Burial და The Bug ერთობლივ ჩანაწერს Dive / Rain ავრცელებენ

► მოუსმინეთ: Burial - State Forest

უილიამ ემანუელ ბივენმა, სასცენო სახელით Burial, პირველი კონტრაქტი 2005 წელს შოტლანდიელი არტისტის, Kode9-ის ლეიბლთან, Hyperdub-თან გააფორმა. ერთ წელიწადში მან სადებიუტო ალბომი გაავრცელა, რომელიც გამოცემამ The Wire წლის საუკეთესო ჩანაწერად დაასახელა. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკოსი წლების განმავლობაში ანონიმურობას ინარჩუნებდა. მისი ვინაობა ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ 2008 წელს გახდა ცნობილი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული