Thumbnail

28 წლის კეიპოპ მუსიკოსი Goo Hara გარდაცვლილი იპოვეს

28 წლის სამხრეთკორეელი მომღერალი და მსახიობი, ჯგუფ Kara-ს ყოფილი წევრი Goo Hara საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია სიკვდილის მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი სცენას ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში თვითმკვლელობა სცადა. 

უკანასკნელი პოსტი არტისტმა ინსტაგრამზე 22 ნოემბერს გამოაქვეყნა:

"ღამემშვიდობის".

View this post on Instagram

잘자

A post shared by 구하라 (@koohara__) on

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი კეიპოპ არტისტ Sulli-სთან მეგობრობდა, რომელმაც ონლაინ ბულინგის გამო მიმდინარე წლის ოქტომბერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

► 25 წლის კეიპოპ შემსრულებელი Sulli გარდაცვლილი იპოვეს

ჰარა კეიპოპ ჯგუფ Kara-ს 2008 წელს შეუერთდა. ეს ერთ-ერთი პირველი გოგონათა კოლექტივი იყო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა მოახერხა. მომღერალმა პირველი სოლო ჩანაწერი Alohara (Can You Feel It?) 2015 წელს გამოუშვა. ნამუშევარი კორეულ ჩარტებში მეოთხე ადგილზე მოხვდა. ჰარას არაერთ რეალითი შოუსა და სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის აღსანიშნავია On & Off და City Hunter.

კომენტარები

ბოლოს დამატებული