Thumbnail

მოუსმინეთ: Jlin-მა St. Vincent-ის სიმღერის Smoking Section რემიქს ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა არტისტმა Jlin ცნობილი მუსიკოსის, St. Vincent-ის კომპოზიციის Smoking Section განახლებული ვერსია გაავრცელა. ტრეკი რემიქს ალბომში Nina Kraviz presents MASSEDUCTION Rewired იქნება წარმოდგენილი, რომელიც პოპულარული რუსი დიჯეის, ნინა კრავიცის კურატორობით გამოიცემა. მასში უინსენტის ალბომში Masseduction შესული სიმღერების რემიქს ვერსიები შევა. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 13 დეკემბერს ჩაეშვება.

ჯერილინ პატონმა, სასცენო სახელით Jlin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი Dark Energy სამი წლის წინ გამოუშვა. ნამუშევარი გამოცემამ The Wire 2015 წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Carbon 7 და Unknown Tongues მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული