Thumbnail

დეივ გროლი: Foo Fighters მამების როკს ქმნის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული როკ ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა, დეივ გროლმა პოდკასტში Good for You სტუმრობისას, წამყვანის რეპლიკაზე, რომ Foo Fighters მაგარი როკ ბენდია, განაცხადა:

► დეივ გროლმა Here We Go Song სერიალ Sesame Street-ის პერსონაჟებთან ერთად შეასრულა

► მოუსმინეთ: Foo Fighters-მა ახალი სტუდიური ჩანაწერი 02050525 გაავრცელა

"იცით, რას ნიშნავს მამების როკი? ჩვენ ვქმნით მამების როკს. ჩვენ ყველა მამები ვართ. შემომხედე, 50 წლის ვარ, ნაცრისფერი თმა მაქვს. ჩვენს ბენდს არასდროს მივიჩნევდი მაგარ ჯგუფად და მომწონს ეს. ჩემი აზრით, აქამდე რომ აქტუალურები ვართ იმის დამსახურებაა, რომ გამიჯნულები ვართ თანამედროვე და პოპულარულ ტენდენციებს. ჩვენ მუსიკის შექმნა გვინდა. ამჟამად ახალ ჩანაწერზე ვმუშაობთ, დეტალებს არ გაგიმხელთ, თუმცა, გპირდებით, რომ ის განსხვავებული და უცნაური იქნება", - ამბობს გროლი.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული