Thumbnail

მოუსმინეთ: Coldplay-მ ახალი ალბომი Everyday Life გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა, Coldplay-მ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ახალი, ორმაგი ალბომი Everyday Life გამოუშვა. ჩანაწერის პირველ ნაწილს Sunrise ეწოდება, მეორეს კი Sunset. ნამუშევარში სულ 16 კომპოზიციაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ სტუდიური ჩანაწერის პრეზენტაცია ბენდმა იორდანიაში გამართა.

► კრის მარტინი: Coldplay ახალი ალბომის მხარდამჭერ ტურნეს არ გამართავს

► ნახეთ: Coldplay-მ SNL-ში კომპოზიციები Everyday Life და Orphans შეასრულა

► ნახეთ: Coldplay-მ ახალ კომპოზიციაზე Orphans კლიპი გადაიღო

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული