Thumbnail

ნახეთ: The Weeknd-მა ბევერლი ჰილსზე $25 მილიონად პენტჰაუზი შეიძინა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა არენბი მუსიკოსმა The Weeknd ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილსზე 25 მილიონ აშშ დოლარად პენტჰაუზი შეიძინა. 22-სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე განთავსებული, 761 კვადრატული მეტრის ფართობის აპარტამენტში ოთხი საძინებელი, ამდენივე სველი წერტილი, სპორტული დარბაზი, ალკოჰოლური სასმელებისთვის განკუთვნილი ბარი, ასევე, ღვინის მარანია განთავსებული. გამოცემა TMZ-ის ცნობით, არტისტი ახალ სახლში საცხოვრებლად უკვე გადავიდა.

► ნახეთ: ქანიე ვესთმა 14 მილიონ დოლარად მეორე რანჩო შეიძინა

► სახლი, რომელშიც Migos-ის ტრეკი Versace ჩაიწერა, Quavo-მ იყიდა

The Weeknd-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2015-ში ის პირველი არტისტი გახდა, რომლის სამი კომპოზიციაც ბილბორდის არენბი ჩარტში ერთდროულად მოხვდა და წამყვანი პოზიციებიც დაიკავა. მუსიკოსს გრემი 3-ჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული