Thumbnail

ნახეთ: Tory Lanez და Snoop Dogg კლიპს Beauty In The Benz ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელმა მუსიკოსმა დეისთარ პეტერსონმა, სასცენო სახელით Tory Lanez, კომპოზიციაზე Beauty In The Benz გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკში ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი, სნუპ დოგი მონაწილეობს, თუმცა, ის კლიპში არ გამოჩენილა.

► მოუსმინეთ: Tory Lanez ახალ ალბომს Chixtape V ავრცელებს 

► ნახეთ: Tory Lanez & T-Pain - Jerry Sprunger 

► ნახეთ: Tory Lanez - Watch For Your Soul  

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლში მაყურებელი ცნობილ მომღერალს, ალიშა ქისს იხილავს. ნამუშევარი თორის ახალგავრცელებული ალბომის Chixtape V ერთ-ერთი სინგლია.

თორიმ მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს მან სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 230 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა. მიმდინარე წელს კანადელმა არტისტმა მორიგი ჩანაწერი Chixtape V გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული