Thumbnail

მოუსმინეთ: კორტნი ლავი ახალ კომპოზიციას Mother ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მუსიკოსი, კორტნი ლავი ახალ სიმღერას Mother ავრცელებს. კომპოზიცია საშინელებათა ჟანრის ფილმის The Turning საუნდტრეკი იქნება, რომლის პრემიერაც 2020 წლის 24 იანვარს შედგება.

► კორტნი ლავი მერილინ მენსონის კითხვამ გააღიზიანა

იანვარში კინოსურათთან ერთად 19 კომპოზიციისგან შემდგარი საუნდტრეკების ალბომი გავრცელდება, რომელშიც, კორტნი ლავის გარდა, ისეთი არტისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, როგორებიც არიან: Mitski, Vagabon, Empress Of, კიმ გორდონი და სხვები. აღსანიშნავია, რომ რეჟისორ ფლორია სიგიზმონდის ფილმში მაყურებელი პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის მსახიობს, ფინ ვოლფჰარდს იხილავს. 

კურტ კობეინის ქვრივმა, კორტნი ლავმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1981 წელს დაიწყო. მან განსაკუთრებული პოპულარობა როკ ბენდში Hole მოღვაწეობით მოიპოვა. 2004 წელს შემსრულებელმა თაყვანისცემლებს სოლო სტუდიური ალბომი America's Sweetheart შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული