Thumbnail

ნახეთ: ბერნი სანდერსი არიანა გრანდეს კონცერტს დაესწრო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვერმონტის შტატის სენატორი, საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ბერნი სანდერსი ატლანტაში პოპვარსკვლავ არიანა გრანდეს კონცერტს დაესწრო. მასთან ერთად გადაღებული ფოტოები მომღერალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და სანდერსს მადლობა გადაუხადა.

► მოუსმინეთ: არიანა გრანდემ “ჩარლის ანგელოზების” საუნდტრეკების ალბომი გაავრცელა

► ნახეთ: მაილი საირუსი, არიანა გრანდე და ლანა დელ რეი კლიპში Don’t Call Me Angel

► არიანა გრანდეს თავის კომპოზიციაში კაილი ჯენერის ნამღერის გამოყენება სურს

"ჩემი მეგობარი. მადლობა სენატორ ბერნი სანდერსს კონცერტზე მოსვლისთვის. დაუვიწყარი საღამო იყო. მე და ორგანიზაცია HeadCount ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენით იამაყოთ. მარტო ჩემს შოუებზე 20,000-ზე მეტი ახალგაზრდა დავარეგისტრირეთ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას დაგვპირდნენ. ასევე, გეტყვით, რომ ისეთი გაღიმებული ცხოვრებაში აღარასდროს ვიქნები, როგორიც თქვენთან შეხვედრის დროს", - წერს არიანა გრანდე ტვიტერზე.

"მადლობა არიანა გრანდეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი არტისტია, არამედ იმიტომაც, რომ იბრძვის სოციალური სამართლიანობისთვის. ყველა საარჩევნო ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ. არიანასთან შეხვედრა არაჩვეულებრივი იყო", - დაწერა თავად სანდერსმაც სოციალურ ქსელში.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული