ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გრემის 62-ე ცერემონიის ნომინანტები წარადგინა. 6 კატეგორიაში დასახელდა 17 წლის პოპვარსკვლავი ბილი აილიში. მუსიკოსი დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდა, რომელმაც ოთხივე ძირითადი ნომინაცია: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი მოიპოვა.
► ნახეთ: 2020 წლის Grammy-ს დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია
► ნახეთ: ბილი აილიშმა საბავშვო ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა
► მოუსმინეთ: ბილი აილიში ახალ კომპოზიციას Everything I Wanted ავრცელებს
კატეგორიები, რომლებშიც ბილია წარდგენილი:
საუკეთესო ალბომი
Bon Iver - i,i
Lana Del Rey - Norman Fucking Rockwell!
Billie Eilish - When We All Fall Asleep, Where Do We Go?
Ariana Grande - Thank U, Next
H.E.R. - I Used to Know Her
Lil Nas X - 7
Lizzo - Cuz I Love You
Vampire Weekend - Father of the Bride
საუკეთესო ჩანაწერი
Bon Iver - Hey Ma
Billie Eilish - Bad Guy
Ariana Grande - 7 Rings
H.E.R. - Hard Place
Khalid - Talk
Lil Nas X & Billy Ray Cyrus - Old Town Road
Lizzo - Truth Hurts
Post Malone & Swae Lee – Sunflower
საუკეთესო სიმღერა
Lady Gaga - Always Remember Us This Way
Billie Eilish - Bad Guy
Brandi Carlile - Bring My Flowers Now
H.E.R. - Hard Place
Taylor Swift – Lover
Lana Del Rey - Norman Fucking Rockwell
Lewis Capaldi - Someone You Love
Lizzo - Truth Hurts
საუკეთესო ახალბედა არტისტი
Black Pumas
Billie Eilish
Lil Nas X
Lizzo
Maggie Rogers
Rosalía
Tank and the Bangas
Yola
საუკეთესო სოლო პოპ პერფორმანსი
Beyoncé - Spirit
Billie Eilish - Bad Guy
Ariana Grande - 7 Rings
Lizzo - Truth Hurts
ვოკალური პოპ ალბომი
Beyoncé - The Lion King: The Gift
Billie Eilish – When We All Fall Asleep, Where Do We Go?
Ariana Grande - Thank U, Next
Ed Sheeran - No.6 Collaborations Project
Taylor Swift – Lover
გრემის 62-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესის Staples Center-ში 2020 წლის 26 იანვარს გაიმართება. ცერემონიას ზედიზედ მეორედ ცნობილი არენბი შემსრულებელი ალიშა ქისი გაუძღვება.
მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლებმა Ocean Eyes და Bad Guy მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.
კომენტარები