Thumbnail

შეკითხვა, რომელსაც Cardi B დონალდ ტრამპს დაუსვამდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გრემის მფლობელ ჰიპ ჰოპ არტისტს, ბელქალის ალმანზარს, ფსევდონიმით Cardi B, გამოცემა Vogue-ის ჟურნალისტი სახლში ეწვია და ერთ-ერთი რუბრიკის ფარგლებში 73 შეკითხვა დაუსვა. კითხვაზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემთხვევაში რას ჰკითხავდა მას, მუსიკოსმა უპასუხა:

► ნახეთ: Cardi B ახალ ფრისტაილში ამბობს, რომ ალბომზე მუშაობას მალე დაასრულებს

► Cardi B: გოგონებო, არ მოწიოთ სიგარეტი, რათა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ 

► Cardi B: ქალ რეპერებს თავის დამკვიდრება გავუადვილე 

"ჩემი კითხვა ტრამპთან ასეთი იქნებოდა. თუ ამერიკის თითოეული მოქალაქე არ გიყვართ, რატომ გახდით აშშ-ის პრეზიდენტი?".

ქარდიმ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ბერნი სანდერსის მიმართ.

"სისტემა ხალხის სასიკეთოდ არ შეუქმნიათ. მე ბერნი სანდერსს ვენდობი. ის ნამდვილად ჰუმანური ადამიანია და საზოგადოების პრობლემები აწუხებს. მათზე რეალურად ღელავს", - ამბობს ქარდი.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული