Thumbnail

ცნობილი არენბი შემსრულებელი, ალიშა ქისი ახალ კომპოზიციას Time Machine და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის რიგით მეშვიდე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

► ნახეთ: Alicia Keys და 21 Savage კლიპს Show Me Love ავრცელებენ

► ნახეთ: Alicia Keys და Miguel ახალ ვიდეორგოლს Show Me Love ავრცელებენ 

მომღერალმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული