Thumbnail

ნახეთ: Noel Gallagher's High Flying Birds კლიპს Wandering Star ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი მუსიკოსის, ნოელ გალაჰერის ჯგუფმა Noel Gallagher's High Flying Birds კომპოზიციაზე Wandering Star გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპში ცნობილი ინგლისელი მსახიობი, სტივენ გრეემი მონაწილეობს. სინგლი ნოელის მომავალ EP-ში სახელწოდებით Blue Moon Rising შედის, რომელიც 2020 წლის 6 მარტს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: Noel Gallagher's High Flying Birds ახალ სიმღერას Wandering Star ავრცელებს

► მოუსმინეთ: Noel Gallagher's High Flying Birds-მა ჩანაწერი This Is the Place გამოუშვა

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Oasis-ის დაშლის შემდეგ, 2010 წელს ნოელმა საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა დღეისთვის რიგით მესამე სტუდიური ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული