Thumbnail

ნახეთ: Kojey Radical კომპოზიციას Eleven ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბრიტანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კვადვო ამპონსამ, ფსევდონიმით Kojey Radical, მედიაპლატფორმის Colors ცნობილ გადაცემაში A Colors Show ახალი კომპოზიცია Eleven შეასრულა. ტრეკი რეპერის მომავალი ალბომის Cashmere Tears ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Kojey Radical ტრეკს Cashmere Tears ასრულებს 

► ნახეთ: Kojey Radical ვიდეორგოლს 20/20 აქვეყნებს

წარმოშობით განელი ქოუჯეი რადიქალი რეპერი, პოეტი და ვიზუალური არტისტი გახლავთ, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მას შემდეგ ლონდონელმა მუსიკოსმა სამი EP გამოაქვეყნა. ქოუჯეის ცნობილი კომპოზიციებია: One Night Only, Water, Look Like, "97" და სხვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული