Thumbnail

50 წლის ჯენიფერ ლოპესი Coach-ის სახე გახდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი ამერიკული ბრენდის, Coach-ის ახალი სახეა. 50 წლის არტისტმა სიახლე თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის საშუალებით ამცნო.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ GQ-ს ფოტოსესიაში

► ჯენიფერ ლოპესი და შაკირა Super Bowl 2020-ის შოუზე იმღერებენ

ფოტოგრაფ ბენ როსერის შავ-თეთრ სურათში არტისტს წითელი ტყავის პალტო და შარფი აქვს მორგებული ბრენდის უახლესი, 2020 წლის გაზაფხულის კოლექციიდან Coach 1941.

"Coach არის ბრენდი, რომელიც მუდამ აქტუალურია. ყოველთვის მიყვარდა. ის ჩემს პერსონალურ სტილს ერგება, რომელიც ქალაქის პერიფერიისა და ცენტრის ნაზავია", - ციტირებს მუსიკოსს ბრენდი.

აღსანიშნავია, რომ Coach-ის სახე 2016 წლიდან 27 წლის მომღერალი სელენა გომესი იყო.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული