Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ ორი ახალი სიმღერა Daddy და Champion Of The World გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay ორი ახალი სიმღერა Daddy და Champion Of The World გაავრცელა. პირველი მათგანი ბენდმა ანიმაციურ ვიდეორგოლთან ერთად გამოაქვეყნა. კომპოზიციები კოლექტივის მომავალ, ორმაგ ალბომში Everyday Life იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 ნოემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Coldplay-მ SNL-ში კომპოზიციები Everyday Life და Orphans შეასრულა

► მოუსმინეთ: Coldplay-მ ახალი სიმღერა Everyday Life გაავრცელა

► ნახეთ: Coldplay-მ ახალ კომპოზიციაზე Orphans კლიპი გადაიღო

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული