Thumbnail

შესაძლოა, Tekashi 6ix9ine დეკემბერში გაათავისუფლონ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tekashi 6ix9ine-ის შეყვარებულმა, ჯეიდიმ ინსტაგრამის სთორის საშუალებით ფოტო გაავრცელა, რომელშიც მუსიკოსსა და მას ხელი აქვთ ჩაკიდებული. სურათს აწერია "31 დღე". მედიისა და მსმენელის ვარაუდით, რეპერი სწორედ ამ ვადაში გათავისუფლდება. სქრინშოთი სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა, DJ Akademiks-მა ატვირთა.

► დაცვის კომპანიებმა შესაძლოა, Tekashi 6ix9ine-ის მომსახურებაზე უარი განაცხადონ

► Tekashi 6ix9ine ციხეში ახალ ალბომზე მუშაობს

► ციხეში მყოფმა Tekashi 6ix9ine-მა ლეიბლთან 10-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

"ტეკაშის შეყვარებული ითვლის დღეებს მანამ, სანამ ის მას ნახავს", - წერს DJ Akademiks.

მუსიკოსის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჯეიდის სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ რეპერის საქმეზე სასამართლო განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრები არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებს. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული