Thumbnail

Beyoncé-ს და Jay-Z-ის 7 წლის შვილმა პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლას ვეგასში მუსიკალური დაჯილდოება Soul Train Awards გაიმართა. წლის ჩანაწერის კატეგორიაში Ashford & Simpson Songwriter's Award პოპვარსკვლავ ბიონსეს კურატორობით შექმნილ ალბომში The Lion King: The Gift შესულმა კომპოზიციამ Brown Skin Girl გაიმარჯვა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი მისი და რეპერ Jay-Z-ის უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერია. 2019 წლის 19 ივლისს გავრცელებულ ნამუშევარში დედა-შვილთან ერთად Saint Jhn და Wizkid მონაწილეობენ.

► ბიონსე: Blue Ivy თანამედროვე კულტურაში მნიშვნელოვანი ფიგურაა

► ნახეთ: Beyoncé-ს ახალ კლიპში Spirit მისი შვილი, ბლუ აივი მონაწილეობს

მოუსმინეთ: Beyoncé-მ ალბომი The Lion King: The Gift გაავრცელა

ეს 7 წლის გოგონასთვის პირველი მუსიკალური ჯილდოა. სიმღერის ავტორები ასევე არიან ბიონსე, ჯეი ზი, ჰიპ ჰოპ არტისტი Saint Jhn, ამერიკელი პროდიუსერი მაიკლ ოზოვურუ, მომღერლები სთეისი ბართი, Bipolar Sunshine და Anatii. 

აღსანიშნავია, რომ ბლუ აივის მუსიკალური დებიუტი ჯეი ზის 2017 წლის ალბომში 4:44 წარმოდგენილი ტრეკით Blue's Freestyle შედგა, რომელშიც გოგონა მამასთან ერთად რეპავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული