Thumbnail

ნახეთ: Freddie Gibbs და Madlib კლიპს Gat Damn ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ინდიანელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ფრედი გიბსისა და ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერის, მედლიბის დუეტმა MadGibbs მსმენელს კომპოზიციაზე Gat Damn გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ჩანაწერი გაერთიანების ბოლო, 2019 წლის ერთ-ერთი გამორჩეული რეპ ალბომის Bandana სინგლია.

► რეცენზია: Freddie Gibbs & Madlib - Bandana 

► ნახეთ: Freddie Gibbs & Madlib - Half Manne Half Cocaine 

► ნახეთ: Freddie Gibbs და Madlib კლიპს Giannis ავრცელებენ 

"მედგიბსისთვის" უჩვეულოდ კომპოზიცია არენბი ელემენტებს დიდი დოზით შეიცავს. თუმცა, ეს ჟანრი ფრედისთვის უცხო ნამდვილად არაა. 2018 წელს ინდიანელმა გენგსთა რეპერმა კომერციული მიქსტეიპი Freddie გამოუშვა, რომელიც 1970-იანი წლების კლასიკური არენბით იყო შთაგონებული. 

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების დისკოგრაფია ოთხ EP-სა და ალბომებს Pinata და Bandana აერთიანებს. 2014 წლის ნამუშევარმა Pinata თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. ჩანაწერი Bandana კოლექტივმა, ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული