Thumbnail

2020 წლის Glastonbury-ს ერთ-ერთი ჰედლაინერი პოლ მაკკარტნი იქნება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, პოლ მაკკარტნი ცნობილი ფესტივალის, Glastonbury-ს ერთ-ერთი ჰედლაინერი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ინსტაგრამის გვერდზე გავრცელდა.

 ნახეთ: რინგო სტარმა და პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონის სიმღერა Grow Old With Me დააქავერეს

► პოლ მაკკარტნი: ჯონ ლენონი ხშირად მესიზმრება

► პოლ მაკკარტნი: იმდენი სიმღერა მაქვს დაწერილი, ყველას დამახსოვრება მიჭირს

"მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ პოლ მაკკარტნი 2020 წლის 27 ივნისს ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს", - წერია პოსტში.

77 წლის მაკკარტნი ყველაზე ასაკოვანი არტისტია, ვინც კი ღონისძიების ჰედლაინერი ყოფილა. მუსიკოსი ფესტივალის სტუმრების წინაშე ბოლოს 2004 წელს წარდგა.

Glastonbury-ს საიუბილეო, რიგით 50-ე ღონისძიება დიდ ბრიტანეთში 2020 წლის 24 -28 ივნისს ჩატარდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ფესტივალის კიდევ ერთი ჰედლაინერი ამერიკელი მომღერალი, დაიანა როსი იქნება.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული