Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Modest Mouse ახალი კომპოზიცია Ice Cream Party და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ კოლექტივი მსმენელებს მარტში, 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მიმდინარე წელს რიგით მესამე სიმღერა გამოსცა.

► მოუსმინეთ: Modest Mouse - I'm Still Here

 მოუსმინეთ: Modest Mouse – Poison The Well

Modest Mouse ვაშინგტონის შტატში 1992 წელს შეიქმნა. 1996 წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი This Is a Long Drive for Someone with Nothing to Think About გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება გრემიზე ნომინირებულმა კომპოზიციამ Float On მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული