Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ GQ-ს ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი გამოცემა GQ-მ წლის ადამიანად დაასახელა. ამასთან დაკავშირებით მისი ფოტოსურათები დეკემბრის ნომრის სპეციალური გამოშვების გარეკანსა და ფურცლებზე დაიბეჭდა.

► ნახეთ: ფოტოები ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ნიშნობის წვეულებიდან

► ჯენიფერ ლოპესი და შაკირა Super Bowl 2020-ის შოუზე იმღერებენ

► ჯენიფერ ლოპესი: 50 წლის ასაკი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში

დენიელ ჯექსონის ფოტოობიექტივში 50 წლის არტისტი Dennis Basso-ს, Bottega Veneta-ს, Tom Ford-ის, Kiki de Montparnasse-ისა და A. Sauvage-ს სამოსში პოზირებს. ჯეილოს აგრეთვე ბრენდების: Cartier, Bulgari, Tiffany & Co, Belperron, New World Diamonds და David Yurman სამკაულები ამშვენებს.

გამოცემამ წლის ადამიანებად ასევე დაასახელა კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი Tyler, The Creator, ასევე, მსახიობები, ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული