Thumbnail

Kanye West: Dr. Dre-სთან ერთად Jesus Is King-ის მეორე ნაწილზე ვმუშაობ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდიუსერები, ჩიკაგოელი ქანიე ვესთი და კალიფორნიელი დოქტორ დრე სტუდიაში შეიკრიბნენ. კოლეგებმა ერთობლივი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

► Dr. Dre: ალბომში "2001" გარეპვას არ ვგეგმავდი 

► ქანიე ვესთი: მე საუკეთესო არტისტი ვარ, ვინც კი ოდესმე ღმერთს შეუქმნია 

► ნახეთ: ქანიე ვესთმა პერფორმანსი ციხეში გამართა 

"ალბომი Jesus Is King Part II მალე გამოვა", - დაწერა ქანიემ ტვიტერზე.

მრავალწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, ქანიესა და დრეს აქამდე არ უთანამშრომლიათ. თუმცა, ვესთი მისი უფროსი კოლეგით აღფრთოვანებას არასდროს მალავდა. კარიერის დასაწყისში ქანიეზე დიდი გავლენა სწორედ ეპოქალურმა კალიფორნიელმა მოახდინა. 

"ბავშვობაში, როდესაც პროდიუსინგს ვსწავლობდი, ვცდილობდი, თიმბელენდისთვის, დიჯეი პრემიერისთვის, პიტ როქისთვის, განსაკუთრებით კი დოქტორ დრესთვის მიმებაძა. როდესაც California Love-ის ბითი მოვისმინე, გავოცდი და წარმოდგენა არ მქონდა, ასეთი შედეგისთვის როგორ მიმეღწია. დრეს პირველი ალბომი The Chronic ჰიპ ჰოპში ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც სტივ უანდერის Songs In The Key of Life. საკუთარი ნამუშევარი სწორედ მას უნდა შეადარო. დრეს პირველად 2003 წლის დეკემბერში შევხვდი. მთხოვა, რომ The Game-ის ტრეკის Dreams ინსტრუმენტალზე მემუშავა. ის ნამდვილი ტალანტია. თითქოს ღმერთმა მუსიკის საკეთებლად მოავლინა", - აღნიშნა ქანიემ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული