Thumbnail

ამერიკული ჯგუფი of Montreal ახალ კომპოზიციას Peace To All Freaks ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეთექვსმეტე ალბომში UR FUN იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 17 იანვარს ჩაეშვება. ჩანაწერი 10 სიმღერას გააერთიანებს.

of Montreal კევინ ბარნსმა შტატ ჯორჯიის ქალაქ ათენსში 1996 წელს შექმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Cherry Peel გაავრცელა. კოლექტივს, რომლის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა, ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ბენდის შემოქმედება ინდი როკსა და ფსიქოდელიურ პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული