Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა საბავშვო ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა 6 წლამდე ბავშვებისთვის ტანსაცმლის კოლექცია Billie Eilish Kids გამოუშვა. ბოდეების, ჰუდების, მაისურების, შორტების, ნაქსოვი ქუდებისა და წინდების ფასი 20-დან 60 დოლარამდე მერყეობს.

► მოუსმინეთ: ბილი აილიში ახალ კომპოზიციას Everything I Wanted ავრცელებს

► ნახეთ: ბილი აილიშმა Bad Guy-ზე მოცეკვავე ბავშვებს სიურპრიზი გაუკეთა

► ნახეთ: არტისტები, რომლებმაც ჰელოუინზე ბილი აილიში განასახიერეს

17 წლის არტისტმა კოლექცია ბავშვებთან ერთად გადაღებული ვიდეოს საშუალებით დააანონსა.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული