Thumbnail

ნახეთ: Maxo Kream თავის კონცერტზე მსმენელს ფიზიკურად გაუსწორდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სადებიუტო ალბომის Brandon Banks მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ემეკვანემ ბიოსამ, სასცენო სახელით Maxo Kream, არიზონას შტატში, ქალაქ სქოთსდეილში კონცერტი გამართა. პერფორმანსის მიმდინარეობისას, სცენაზე მდგომ რეპერს ერთ-ერთმა მსმენელმა ლუდი შეასხა, რამაც მექსოს გაღიზიანება გამოიწვია.

► მოუსმინეთ: Maxo Kream სადებიუტო ალბომს Brandon Banks ავრცელებს 

► ნახეთ: Maxo Kream და ScHoolboy Q კლიპს 3AM ავრცელებენ 

ნახეთ: Maxo Kream ახალ ფრისტაილში 6ix9ine-ს დისავს 

გაბრაზებული მუსიკოსი რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ სცენიდან ჩახტა და მეგობრებთან ერთად თავდამსხმელს ფიზიკურად გაუსწორდა. 

მექსომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. რეპერი არჩევანს ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობაზე, დრილზე აკეთებს. ჰიუსტონელი არტისტი უკვე რამდენიმე წელია, იატაკქვეშეთში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სტუდიური ჩანაწერით Punken გაიცნო. შემსრულებლის ცნობილი კომპოზიციებია: Grannies, G3, ROACHES, FETTI, Big Homies, Meet Again და სხვა. 2019 წელს რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Brandon Banks ჩაუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული