Thumbnail

ნახეთ: Jaden Smith ვიდეორგოლს Again ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯეიდენ სმიტი მსმენელს კომპოზიციაზე Again გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ტრეკი კალიფორნიელი არტისტის 2019 წლის ალბომში ERYS შედის. ჩანაწერში მისი ალტერ ეგო SYRE მონაწილეობს.

► ნახეთ: Jaden Smith ვიდეორგოლს Fire Dept აქვეყნებს 

► Jaden Smith: პროფესიას ვიცვლი და გამომგონებელი ვხდები 

► ნახეთ: Jaden Smith-მა უსახლკაროებს ვეგანური საკვები დაურიგა

ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის დინასტიის გამგრძელებელმა, მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ხმამაღალი განაცხადი 2017 წელს, სადებიუტო ალბომით SYRE გააკეთა. ახალბედა არტისტს პოპულარობა ნამუშევრის მთავარმა სინგლმა Icon მოუტანა. 2019 წლის ივლისში ჯეიდენმა გაყიდვაში მეორე სტუდიური ჩანაწერი ERYS ჩაუშვა. ჰიპ ჰოპის გარდა, ჯეიდენი მამის კვალს კინემატოგრაფშიც მიჰყვება და თავს რამდენიმე წარმატებულ სურათში მონაწილეობით იწონებს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული