Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთმა 14 მილიონ დოლარად მეორე რანჩო შეიძინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა TMZ-ის ცნობით, პოპულარულმა ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა უაიომინგის შტატში კიდევ ერთი რანჩო Bighorn Mountain Ranch იყიდა. 14 მილიონ აშშ დოლარად შეძენილი მიწის საერთო ფართობი 2,717 ჰა გახლავთ.

► ნახეთ: ქანიე ვესთმა 14 მილიონ დოლარად რანჩო იყიდა

► კიმ კარდაშიანი: ქანიემ მის ახალ რანჩოში რომ მიმიყვანა, შიშისგან გული გამისკდა

► ანტილოპების შეშინების გამო ქანიე ვესთმა გაფრთხილება მიიღო

რანჩო თავდაპირველად 1906 წელს გააშენეს. ამჟამად იქ ორი ვერტმფრენის დასაჯდომი, ხის სახლები და საუნაა განთავსებული. ტერიტორია გარშემორტყმულია მთებითა და კანიონებით. 

შეგახსენებთ, რომ უაიომინგის შტატში კიდევ ერთი რანჩო Monster Lake Ranch ქანიემ სექტემბერში აგრეთვე 14 მილიონ დოლარად შეიძინა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული