Thumbnail

ნახეთ: Cardi B ახალ ფრისტაილში ამბობს, რომ ალბომზე მუშაობას მალე დაასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის მფლობელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ფრისტაილს კითხულობს. რეჩიტატივის დასასრულს, ქარდიმ აღნიშნა, რომ რიგით მეორე ალბომზე მუშაობას მალე დაასრულებს.

► Cardi B: გოგონებო, არ მოწიოთ სიგარეტი, რათა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ 

► Cardi B: ქანიე ვესთმა ღმერთი იპოვა 

► Cardi B: ქალ რეპერებს თავის დამკვიდრება გავუადვილე 

"ალბომზე მუშაობის დასრულებამდე სულ ცოტა დარჩა", - გარეპა არტისტმა.

"it’s just a little something ’til I finish up the album".

აღსანიშნავია, რომ რეპერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მის ახალ სტუდიურ ნამუშევარს Tiger Woods ერქმევა.

► Cardi B-მ მომავალი ალბომის სახელწოდება გაამხილა

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული