Thumbnail

ჰოლანდიელი პროდიუსერი R3HAB ახალ კომპოზიციას Flames ავრცელებს. ჩანაწერში ბრიტანელი პოპვარსკვლავი ზეინ მალიკი და ელექტრონული მუსიკოსი Jungleboi მონაწილეობენ.

► ფოტოგალერეა: Zayn Malik ლოს ანჯელესში მდებარე სახლს $3,1 მილიონად ყიდის

► ნახეთ: Zayn-მა და Zhavia Ward-მა "ალადინის" საუნდტრეკი დააქავერეს

ჰოლანდიელმა ფადილ ელ გულმა, სასცენო სახელით R3HAB, შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. ათობით რემიქსის გავრცელების შემდეგ, 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Trouble გამოსცა. მომდევნო წელს კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი The Wave გამოუშვა. ფადილს სხვადასხვა დროს ისეთ პოპულარულ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: Rihanna, Drake, Coldplay, Madonna და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული