Thumbnail

სამოსი, რომელიც BTS-ის წევრებს Grammy Awards-ზე ეცვათ, მუზეუმში გამოიფინება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კეიპოპ ბენდის, BTS-ის წევრების სამოსი, რომლითაც ისინი მიმდინარე წლის 11 თებერვალს Grammy-ის 61-ე დაჯილდოებაზე გამოჩნდნენ, ლოს ანჯელესში მდებარე გრემის მუზეუმის ექსპონატი ხდება. კორეელი დიზაინერის მიერ შექმნილი კოსტიუმები დაწესებულების მესამე სართულზე, ისეთი არტისტების ტანსაცმლის გვერდით გამოიფინება, როგორებიც არიან: ემი უაინჰაუსი, ქანიე ვესთი, რიანა და სხვები. გამოფენა On The Red Carpet Presented By Delta Exhibit მომავალი წლის გაზაფხულამდე გასტანს.

► ნახეთ: BTS-მა MTV EMA-ის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

► BTS და EXO 2019 წლის American Music Awards-ის ნომინანტები არიან

► ბრიტანელმა მამაკაცმა ოპერაციებში $250,000 დახარჯა, რათა BTS-ის ჯიმინს დამსგავსებოდა

BTS გრემიზე

2019 წელს BTS პირველი კორეული პროექტი გახდა, რომელიც გრემის სცენაზე გამოჩნდა. კოლექტივის წევრებმა საუკეთესო არენბი ალბომის კატეგორიაში გამარჯვებული გამოავლინეს, მანამდე კი წითელ ხალიჩაზე გაიარეს. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს ბიჭები ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის, იგივე გრემის წევრებად მიიწვიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ დაჯილდოებაზე ისინი ხმის უფლებით ისარგებლებენ. 

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული