Thumbnail

Travis Scott: ჩემი მუსიკა მხოლოდ ჰიპ ჰოპს არ მიეკუთვნება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Harper's Bazaar ჟურნალის ისტორიაში პირველად მამაკაცებისთვის სპეციალური ნომერი გამოუშვა, რომლის სტუმარიც პოპულარული ჰიუსტონელი მუსიკოსი, ტრევის სკოტი გახლდათ. ჟურნალისტთან საუბარში არტისტმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. როგორც შემსრულებელმა აღნიშნა, არ მოსწონს, როდესაც მის მუსიკას მხოლოდ ერთ ჟანრში, ჰიპ ჰოპში აერთიანებენ.

► ნახეთ: Travis Scott ტრეკში Highest In The Room კაილი ჯენერთან ურთიერთობაზე საუბრობს 

► ნახეთ: Young Thug, Gunna და Travis Scott კლიპში Hot 

► ნახეთ: სპორტული ფეხსაცმლის Travis Scott x Air Jordan 6 ახალი ფოტოები გავრცელდა 

"ის ჩემი გონების სხვადასხვა ნაწილში იქმნება - იმ ჟანრების სინთეზია, რასაც ყოველდღიურად ვისმენ", - ამბობს 28 წლის არტისტი.

ტრევისის ფოტოსურათი ჟურნალის გარეკანზეც დაიბეჭდა.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული