Thumbnail

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, მარკ რონსონი ახალ კომპოზიციას Then There Were Two ავრცელებს. ჩანაწერში კალიფორნიელი არტისტი, ბრენდონ ფექ ანდერსონი, ფსევდონიმით Anderson .Paak მონაწილეობს. სინგლი ანიმაციური ფილმის Spies in Disguise ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება, რომლის პრემიერაც 25 დეკემბერს იგეგმება.

► ნახეთ: მარკ რონსონზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი How to Be: Mark Ronson

► ნახეთ: YBN Cordae და Anderson .Paak კლიპს RNP ავრცელებენ

მარკ რონსონმა შემოქმედებითი კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მას გრემი 7-ჯერ აქვს მოპოვებული. მუსიკოსი ასევე ოსკარის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. შემსრულებელს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ემი უაინჰაუსი, ლედი გაგა, პოლ მაკკარტნი, ბრუნო მარსი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული