Thumbnail

ScHoolboy Q: კოლეგებთან ფულის სანაცვლოდ არ ვთანამშრომლობ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქუინსი ჰენლიმ, ფსევდონიმით ScHoolboy Q, ტვიტერზე თაყვანისმცემელთან საუბარში განაცხადა, რომ სხვა მუსიკოსის კომპოზიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მონაწილეობს, თუ ის მისი ახლობელი ან მეგობარია.

► ScHoolboy Q ტოპ 50 რეპერის სიებზე: წარმოიდგინეთ, 48-ე ფავორიტი რეპერი რომ გყავს 

► ნახეთ: ScHoolboy Q ვიდეორგოლს Lies ავრცელებს 

► მოუსმინეთ: The Alchemist - W.Y.G.D.T.N.S. Ft. ScHoolboy Q 

"მაინტერესებს, ტრეკში მიწვეული სტუმრის რანგში ვერსის ჩაწერის სანაცვლოდ რა თანხას იღებ?", - ჰკითხა რეპერს მსმენელმა.

"ვერსებს ფულის სანაცვლოდ არ ვწერ. მე მხოლოდ იმ ადამიანებთან ვთანამშრომლობ, რომლებსაც ვიცნობ", - უპასუხა ქიუმ მას.

სქულბოი ქიუმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპით ScHoolboy Turned Hustla დაიწყო. 2011 წელს კი მსმენელებს სადებიუტო ალბომი Setbacks შესთავაზა, რომელიც ლეიბლზე Top Dawg Entertainment გამოიცა.

ჰიპ ჰოპ არტისტი, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ქრიფსის" წევრია, ფართო საზოგადოებამ 2014 წლის ალბომით Oxymoron გაიცნო. ნამუშევარი, რომელსაც დისტრიბუცია და პრომოუშენი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლეიბლმა Interscope გაუწია, ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში რეპერის რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი Blank Face ჩაეშვა, რომელმაც მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 2019 წლის აპრილში კი მუსიკოსმა დღეისთვის ბოლო ნამუშევარი CrasH Talk გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული