Thumbnail

ნახეთ: ტომ იორკმა სტივენ კოლბერის შოუში სიმღერა Daily Battles შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა სტივენ კოლბერის შოუში კომპოზიცია Daily Battles ფორტეპიანოზე შეასრულა. სიმღერის თავდაპირველ ვერსიაში ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის ბასისტი Flea მონაწილეობს. ნამუშევარი ედვარდ ნორტონის კრიმინალური დრამის Motherless Brooklyn საუნდტრეკია, რომელიც კინოეკრანებზე 1 ნოემბერს გამოვიდა.

► ნახეთ: ტომ იორკმა კლიპი Last I Heard (… He Was Circling The Drain) გაავრცელა

► ტომ იორკი: ყოფილი ცოლის გარდაცვალების შემდეგ კარიერის გაგრძელება გამიჭირდა

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული