Thumbnail

ბოლო ათწლეულის ყველაზე გაყიდვადი როკ ალბომი დასახელდა

ამერიკული მუსიკალური დუეტის, Twenty One Pilots-ის მიერ 2015 წელს გამოშვებული ჩანაწერი Blurryface დეკადის ყველაზე გაყიდვადი როკ ალბომი გახდა.

► Twenty One Pilots-ის Blurryface ჯგუფის ყველა დროის ყველაზე მოსმენადი ალბომია

გამოცემა Billboard-ის ცნობით, 2015 წლიდან მოყოლებული ალბომმა ჩარტში 234 კვირა დაჰყო, 9 კვირის განმავლობაში კი ის პირველ პოზიციას იკავებდა. მონაცემები 2009-19 წლების პერიოდშია დათვლილი. ხუთეულში აგრეთვე მოხვდა Mumford & Sons-ისა და Imagine Dragons-ის ნამუშევრები.

Twenty One Pilots-ის მეოთხე სტუდიური ალბომი მხოლოდ პლატფორმა Spotify-ზე 3,5 მილიარდ მოსმენას ითვლის. ჩანაწერში შესული კომპოზიციის Stressed Out ვიდეორგოლის ნახვებმა კი იუთუბზე 1,8 მილიარდს გადააჭარბა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული