Thumbnail

მოუსმინეთ: რობი უილიამსმა მოკრივე ტაისონ ფიურისთან ერთად ჩაწერილი სიმღერა გაავრცელა

ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა ახალი კომპოზიცია Bad Sharon გაავრცელა. ჩანაწერში პროფესიონალი მოკრივე, ტაისონ ფიური მონაწილეობს. სინგლი მუსიკოსის საშობაო ალბომში The Christmas Present შევა, რომელიც 22 ნოემბერს გამოიცემა.

► რობი უილიამსი: Glastonbury-ს ჰედლაინერობა მინდა

► რობი უილიამსი: 3 წელი ხალხში გასვლის მეშინოდა და სახლში ვიჯექი

პოპულარული მანჩესტერული ბოიბენდის Take That წევრმა, რობი უილიამსმა სოლო კარიერა 1996 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს წარმატება ჯორჯ მაიკლის სიმღერის Freedom ქავერმა მოუტანა. არაერთი ჰიტის ავტორი 2006 წელს ერთ დღეში 1,6 მილიონი გაყიდული ბილეთით გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. 2016 წელს რობი საქართველოსაც ესტუმრა და "დინამო არენაზე" მსმენელების წინაშე სოლო კონცერტით წარდგა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული