Thumbnail

Dr. Dre: ალბომში "2001" გარეპვას არ ვგეგმავდი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2019 წლის 16 ნოემბერს ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ანდრე იანგის, ფსევდონიმით Dr. Dre, ალბომის "2001" გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსი და მისი დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი, ლეიბლ Interscope Records-ის დამაარსებელი, ჯიმი აიოვინი რადიოგადაცემას Beats 1 ესტუმრნენ და ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევრის შექმნის პროცესი გაიხსენეს.

Big Boy: Dr. Dre და Eminem ახალ მუსიკაზე მუშაობენ 

► შესაძლოა, Eminem-მა, Dr. Dre-მ და 50 Cent-მა ახალი კომპოზიცია გამოუშვან 

Scott Storch: Dr. Dre ალბომის Detox გამოშვებას კვლავ აპირებს

დოქტორ დრეს თქმით, სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში მხოლოდ ინსტრუმენტალების შექმნას აპირებდა და რეჩიტატივის წაკითხვას არ გეგმავდა. თუმცა, მისი გადარწმუნება ვეტერანმა რეპერმა The D.O.C. მოახერხა.

"არ მსურდა, ალბომში გამოვჩენილიყავი. მინდოდა, ინსტრუმენტალებზე მემუშავა, აღმომეჩინა ახალგაზრდა რეპერები და ბითები მათთვის დამეთმო. თუმცა, ჩემი გადარწმუნება The D.O.C.-მა მოახერხა", - გაიხსენა დრემ.

"2001" დოქტორ დრეს რიგით მეორე ალბომია, რომელიც გაყიდვაში 1999 წელს ჩაეშვა. მსოფლიო მასშტაბით მისი 7 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სტუდიური ნამუშევრის სინგლები ცნობილი კომპოზიციები: Still D.R.E., Forgot About Dre, The Watcher და The Next Episode გახლავთ. ჩანაწერის ფარგლებში დრემ ისეთ რეპერებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Eminem, Snoop Dogg, Nate Dogg, Kurupt, Mary J. Blige, Hittman და სხვა.

ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს ელექტროჰოპ კოლექტივში World Class Wreckin' Cru დაიწყო. შემდეგ იყო ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება N.W.A, რომლის წევრებიც, მის გარდა, Arabian Prince, DJ Yella, Eazy-E, Ice Cube და MC Ren იყვნენ. 1992 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

დოქტორ დრე ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records-ის თანადამფუძნებელია. 2006 წელს მან Beats Electronics დაარსა, რომლის უმთავრესი ნაწარმიც მუსიკალური აქსესუარები Beats By Dre გახლავთ. 2014 წელს კომპანია 1 მილიარდ აშშ დოლარად Apple-მა შეიძინა. დრეს უკავშირდება ისეთი არტისტების წარმატება, როგორებიც არიან Snoop Dogg, Eminem, 50 Cent, The Game და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული