Thumbnail

ახალგავრცელებული კომპოზიციის "კართან მოდგა შემოდგომა" შემდეგ, ახალგაზრდა ქუთაისელმა რეპერმა ნიკა ბიწაძემ, ფსევდონიმით PaJo, მორიგი ტრეკი "გათითოკაცებული ყოფილი ერი" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოქვეყნა. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი ქართული ჰიპ ჰოპის პიონერი, მიმდინარე წელს გარდაცვლილი შავი პრინცი გახლავთ.

ნახეთ: PaJo - კართან მოდგა შემოდგომა 

► მოუსმინეთ: PaJo - ჩვენი სამყარო

► ნახეთ: PaJo - ახალი ეპოქა

კომპოზიცია ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანის "დათა თუთაშხია" ამონარიდით იხსნება.

პაჯომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი სადებიუტო ტრეკი "ნაბიჯი პირველი" გახლავთ, რომელშიც მონაწილეობა 2000-იანების პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, "ძებნილების" წევრი რევაზ მორჩილაძე, იგივე ბებერი მონაწილეობს. რეპერის ცნობილი კომპოზიციებია: "წარმოვადგენ ქუთაისს", "მოგონება", "MC 3000 ნახვა" და სხვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული