Thumbnail

ქანიე ვესთი: მე საუკეთესო არტისტი ვარ, ვინც კი ოდესმე ღმერთს შეუქმნია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა ქალაქ ჰიუსტონში მდებარე Lakewood Church-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის საუკეთესო არტისტია, ვინც კი ღმერთს ოდესმე შეუქმნია.

► ნახეთ: ქანიე ვესთმა პერფორმანსი ციხეში გამართა

► ქანიე ვესთმა ოპერა "ნაბუქოდონოსორი" დააანონსა

► ქანიე ვესთი: მინდა, რომ Christian Genius Billionaire Kanye West დავირქვა  

"ვიცი, რომ ღმერთი დიდი ხნის განმავლობაში მიხმობდა თავისთან, ეშმაკი კი ამ ყველაფერში ხელს მიშლიდა. ყველაზე უსუსურ მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი ღმერთი ჩემთან იყო, მეხმარებოდა და შთამაგონებდა. იმისთვის დავიბადე, რომ მას ვემსახურო და ამაში ვერაფერი შემიშლის ხელს. იესომ გაიმარჯვა - საუკეთესო არტისტი, რომელიც ღმერთს ოდესმე შეუქმნია, სწორედ მისთვის მუშაობს", - განაცხადა ქანიემ.

ბოლო ალბომი Jesus Is King ქანიემ 25 ოქტომბერს გაავრცელა. მისი თქმით, ჩანაწერის შექმნა მას სწორედ ღმერთთან დაახლოებამ შთააგონა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული